დავით შერაზადიშვილმა საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას და ბოლნისის მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ანგარიშის წარდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2022 წლის საქმიანობის ანგარიშის დასასრულს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

„დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, მედიასა და საზოგადოებას 2022 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გავაცანი. გასული წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველა მიმართულებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2022-ში 10 299 398 ლარის ღირებულების 93 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. გასულ წელს სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჯამში 2 707 569 ლარი დავხარჯეთ, დახმარება კი 3 136 ბენეფიციარს გავუწიეთ. ვიმედოვნებ, რომ 2023 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა