ლევან ხაბეიშვილი - უნდა გაიხსნას პრეზიდენტ სააკაშვილის შტაბები რაიონებში, დახურული ინფრასტრუქტურა უნდა ამოძრავდეს - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, ფიზიკური პრობლემები შეექმნება

როდესაც პოლარიზაციაზეა საუბარი, ეს ბუნებაში ვერ მოხდება, სანამ პრეზიდენტი ამ მდგომარეობაშია - მინდა ვუთხრა ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს - გამორიცხულია, სხვა თემა არ იარსებებს! როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავმობილიზდეთ და სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი თემა სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნება.

„მძიმეა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც პაციენტს, მას რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდება, მაგრამ არ ექცევიან, როგორც პაციენტს. ხელისუფლება ისე ექცევა, როგორც ოპონენტს, პოლიტიკური ნიშნით იზღუდება მისი უფლებები. ნაცვლად იმისა, რომ რეანიმაციაში გადაიყვანონ, სიმაღლეში ოფიციალურად აპატარავებენ. 1.94სმ არის სააკაშვილი და უწერენ რომ 92 არის, რადგან 68 კილოზე ქვემოთ მოდის წონა და კრიტიკულ ზღვარს სცილდება. ამასაც კი კადრულობენ, რომ დოკუმენტაციები გააყალბონ, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოებისთვის, სადაც ცხადია, ამ პროცესებს რუსული რეჟიმი წააგებს.

მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა რეანიმაციაში. თუ ამას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს, უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი თემა იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება.

ამ პირობებში სხვა პოლიტიკის წარმოება შეუძლებელი იქნება. როდესაც პოლარიზაციაზეა საუბარი და რაიმეს დასრულებაზე, ეს ბუნებაში ვერ მოხდება, სანამ პრეზიდენტი ამ მდგომარეობაშია. ჭიდაობენ და დანის პირზე გადიან, პაციენტი რეანიმაციაში არ გადაჰყავთ.

მინდა ვუთხრა ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს: გამორიცხულია, სხვა თემა არ იარსებებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავმობილიზდეთ და სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით.

უნდა გაიხსნას პრეზიდენტის შტაბები რაიონებში, დახურული ინფრასტრუქტურა უნდა ამოძრავდეს. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, ფიზიკური პრობლემები შეექმნება“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა