ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ახალ საბავშვო ბაღს აშენებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 500-მდე ბავშვს მოემსახურება.

მათივე ცნობით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყაროში და სოფელ რუხში - 100 ბავშვზე გათვლილი, სოფელ დარჩელში - 180 ბავშვზე გათვლილი, ხოლო სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება.

პროექტების განხორციელების შედეგად, მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.

ბაღების შენობები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. ახალი 4 ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 16 მილიონი ლარით აფინანსებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამის ჯამური ღირებულება 79 მილიონი ლარია. პროგრამის დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურით, ჯამში 2275 ბავშვი ისარგებლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა