მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის გარემოცვა აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს

მგონია, რომ ადგილი აქვს ანონსების წინასწარ გამოცხადებას, მერე ამის მძევლები ხდებიან - ცდილობენ რა, ამ ანონსების გამართლებასა და ფაქტების დეფიციტის შევსებას, - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, სააკაშვილის გარემოცვა აჟიოტაჟის შექმნას ცდილობს.

უმრავლესობის დეპუტატი კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ მუშაობს.

„სამწუხაროდ, არის საუბარი, რომ „ვივამედის“ მედპერსონალი მიმართ ადგილი აქვს ისეთ ქმედებებს, რაც მიუღებელი და დაუშვებელია - ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ადამიანები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და არსებული მდგომარეობა ვინმეს მოსწონს თუ არა, კანონსაწინააღმდეგო ხერხებით ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. ეს ის ხალხი და პერსონალია, ვინც სამედიცინო სერვისების მოწოდებას უშუალოდ ახორციელებს. თუ ვინმეს პოლიტიკური მოტივის წინააღმდეგობების გამოხატვის სურვილი აქვს, არ შეიძლება ცალკეულ ადამიანთა ღირსებას უგულებელყოფდეს.

ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. მკურნალობა იქ უტარდება და ვიღაც აცხადებს, რომ რეანიმაციაში გადაგყავთ. ხომ შეიძლება თქვას, რაზე დაყრდნობით აკეთებს ასეთ განცხადებას? საჭირო გახდება სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანა თუ პალატაში დატოვება, ამის თაობაზე საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული და ეს ვერაფრით დაიმალება.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას ხელოვნურად ცდილობენ - მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს სამედიცინო პერსონალთან, რომელიც მას რეკომენდებული მკურნალობის კურსს სთავაზობს. ასევე არ იღებს საკვების რეკომენდებულ რაციონს. ჯანმრთელობის პრობლემის ხელოვნურად შექმნის მიზანი პოლიტიკური ამოცანის გადაჭრაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო