ეკა ბესელია - არ გამოვრიცხავ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ირიბად იყოს ბიძინა ივანიშვილის კვალიც - ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ფულით მანიპულირება, ახალი ამბავი არ არის

არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად იყოს ბიძინა ივანიშვილის კვალიც, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, დიდი ფულით ოპოზიციურ ფლანგზე მანიპულირება ახალი არ არის.

„არ გამოვრიცხავ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, არ იქნება სწორი, მაგრამ რატომ არ გამოვრიცხავ? იმიტომ, რომ დიდი ფულით მანიპულირება ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ახალი ამბავი და როდესაც გაქვს გავლენაც და ყველაზე დიდი რესურსიც, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ადამიანების პროვოცირებით, მანიპულირებით, გარკვეული ძალების გადაჯგუფებით, სამწუხაროდ ეს შესაძლებელია.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ირიბად ამაში იყოს მისი კვალიც, რადგან მის ინტერესებში არის, რომ ერთი ძლიერი პარტია იყოს, რომელმაც შეიძლება მოუგოს 2024 წლის არჩევნები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, არაა გამორიცხული ბიძინა ივანიშვილი 2023 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე დაფიქრდეს.

„შეიძლება ვადამდელ არჩევნებზე ივანიშვილი დაფიქრდეს. 2024 წელი ხომ პროპორციული არჩევნებია, პროპორციულ არჩევნებში „ოცნება“ აგებს. მან წააგო 2020 წლის არჩევნები პროპორციულად, 60/60-ზე გაიყო მანდატები, სანამ მაჟორიტარებით არ მოიგო. 2020 -ში რომ გაუჭირდა, თქვენ წარმოიდგინეთ, 2024-ში სრულად პროპორციული იქნება, უმძიმესია მეოთხე ვადით გამარჯვება. თუ ვადამდელს დანიშნავს, იგივე სისტემით ჩატარდება. ეს არის „ოცნებისთვის“ გაცილებით უკეთესი პოზიცია, ამიტომ არ გამოვრიცხავ 2023 წელს დანიშნოს ვადამდელი“, - დასძინა ბესელიამ.

ამასთან, როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობას და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას არ გამორიცხავს.

„ვისაც არ უნდა, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ არც „ოცნების“ ქოლგის ქვეშ ყოფნა, ასეთი ალტერნატივა შეიძლება შექმნას მაგალითად გახარიამ, მაგალითად იმ პარტიებთან, ვინც წამოვიდა „ოცნებიდან“, შეიძლება მათთან ერთად მოხდეს რაღაც ალტერნატივის შექმნა, არ გამოვრიცხავ თეორიულ დონეზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა