რუსულმა ძალებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსეთის მიერ ბახმუტის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური და დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებენ.

“ორი ადამიანი გარდაიცვალა [ბახმუტის] მორიგი საარტილერიო დაბომბვის შედეგად, რომელიც რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი არასრულწლოვანი ბიჭია.

ამას გარდა, ჯერ ცნობილია კიდევ 4 დაჭრილ სამოქალაქო პირზე. დაზიანდა აფთიაქი”, - წერს კირილენკო.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, რუსების მიერ დაბომბვის შედეგად 12 წლის ბიჭი და მამაკაცი გარდაიცვალნენ, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა კი 5-მა ადამიანმა მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულთა ზუსტი რიცხვი კონკრეტდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა