ფოთის პორტში CMA CGM-ის ახალი სერვისის პირველი გემი მიიღეს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა'' საზეიმოდ მიიღო საზღვაო ხაზის, CMA CGM-ის, ახალი სერვისის პირველი გემი.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, M/V Maren-ი რეგულარულად იმოძრავებს პირეუსის, ამბარლისა და ფოთის პორტებს შორის.

„გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, სადაც ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების წილი განსაკუთრებით დიდია, ჩვენ მოხარულები ვართ მივიღოთ CMA CGM-ის ახალი Caucasus Georgia Express სერვისი, და დამატებითი წვლილი შევიტანოთ რეგიონული ბაზრის მდგრად განვითარებაში“,- განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის" კომერციულმა დირექტორმა იენ როლინსონმა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, 1118 TEU ტევადობის გემი ფოთის ნავსადგურში დაახლოებით ათ დღეში ერთხელ შემოვა და დააკავშირებს საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა