შალვა პაპუაშვილი - 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველო ასევე არის ევროპის ხუთ ქვეყანას შორის ანტიკორუფციული მაჩვენებლებით.

“2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო გლობალურად 41-ე ადგილზეა და პირველად შედის ევროპის საუკეთესო ოცეულში. საქართველოს აქვს იგივე მაჩვენებელი, რაც ჩეხეთის რესპუბლიკას, იტალიას და სლოვენიას, უსწრებს ევროკავშირის წევრ ცხრა და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასევე, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით საქართველო არის ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორის“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ის რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას 3-ჯერ: 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა