კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პარლამენტის წევრ, დავით სონღულაშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტთან ეუჯენიო ჯანისთან და მონტეპულჩანოს მერთან, მიკელე ანჯოლინისთან შეხვედრები გამართეს.

“შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ორი რეგიონის კახეთი - ტოსკანა და ქალაქების გურჯაანისა და მონტეპულჩანოს ერთობლივ თანამშრომლობაზე და დამეგობრების საკითხზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კახეთის და ტოსკანას, როგორც მეღვინეობა - მევენახეობის მდიდარი ტრადიციების მქონე ორი რეგიონის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივას. ტოსკანას რეგიონის პრეზიდენტმა ეუჯინიო ჯანიმ გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისა და შემოდგომაზე, კახეთში ვიზიტის თაობაზე, ასევე, ქართულ მხარეს დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა