თორნიკე რიჟვაძე ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის მინისტრს, მარია ესპერანსა ქრისტინა გარსია ფრანკოს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიჟვაძემ ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და ტურიზმის სექტორში პოტენციური პროექტები გააცნო.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, აჭარაში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. თორნიკე რიჟვაძემ ფილიპინების რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი ქვეყანაში არსებული ტურისტული რესურსებისა და ბიზნესგარემოს უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია. 2022 წელს ქვეყანაში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2022 წელს აჭარაში უცხოელი და შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 3 მილიონს აღემატება. სრულად არის აღდგენილი ვიზიტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა