თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა

31 იანვარს, თბილისში, საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა. პროექტი, რომლის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 12,5 მილიონ დოლარს შეადგენს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ განახორციელა. სასტუმრო ტურისტებისთვის მიმზიდველ, თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბრის ცენტრშია. იქ, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას.

სასტუმროში 122 სტანდარტული კატეგორიის ნომერია, რაც სტუმრების მაქსიმალური რაოდენობის, 250-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმრო ე.წ. bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზეა ორიენტირებული. არსებული ნომრები მორგებულია, როგორც დასვენების მიზნით ჩამოსულ ტურისტებზე, ასევე საქმიან სტუმრებზე. სასტუმროში განთავსებულია მრავალფუნქციური საკონფერენციო სივრცეები, როგორც მცირე ზომის საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე 100 ადამიანამდე გათვლილი ღონისძიებებისთვის.

Holiday Inn Express საერთაშორისო კომპანია InterContinental Hotels Group (IHG)-ის ერთ-ერთი ბრენდია. საქართველოში მის მართვას კი Hotel Collection International (HCI) განახორციელებს.

კომპანია „სიმეტრიას“ დირექტორი - ტარიელ გაბუნია:

„სიმეტრიას“ მიერ Holiday Inn Express Tbilisi Avlabari-ის განვითარებით შეიქმნა სივრცე, სადაც სტუმრებს შეეძლებათ საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მიიღონ მარტივი, კომფორტული მომსახურება შედარებით ბიუჯეტურად. ვთვლით, რომ ეს სასტუმრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისათვის, რადგან ჩვენს ქალაქში საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები ძირითადად პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი. საშუალო სეგმენტი კი მეტ-ნაკლებად აუთვისებელი იყო.

ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი სრულიად უცხოეთიდან, ყაზახეთიდან მოზიდული პირდაპირი ინვესტიციებით არის განხორციელებული, რაც თავის მხრივ მაგალითის მიმცემი იქნება სხვა უცხოელი ინვესტორებისათვის. „სიმეტრიაში“ გვჯერა, რომ ეს პროექტი ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას დაამშვენებს, ტურიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ყველასათვის სიმეტრიული სარგებლის მომტანი იქნება.“

ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, „სიმეტრია“ 2011 წელს დაარსდა და კომპანიის მიზანია, გახდეს საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს. დღეისათვის „სიმეტრიას“ პორტფოლიოში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტია, მაგალითად: Best Western Kutaisi – პირველი ბრენდული სასტუმრო ქუთაისში; Holiday Inn Express Tbilsi Avlabari – თბილისში; სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“; საცხოვრებელი კომპლექსები – „სიმეტრია ვაკე” და „სიმეტრია ლისი“. ამ ეტაპზე დასრულების პროცესშია პრემიუმ კლასის საცხოვრებელი უბანი „სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში. სამომავლო გეგმები მოიცავს: ორ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისში, სასტუმროებს სამთო კურორტებზე. კომპანიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე ამოცანაა რაჭის ისტორიული კურორტის, შოვის, რეაბილიტაცია და განვითარება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს