Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ

ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეებმა გასცეს დაპირება, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ახალბედა, პერსპექტიულ Fintech კომპანიებს, რათა მათ მიეცეთ ზრდისა და საერთაშორისო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა.

დამატებით, კომპანიები მათ შესთავაზებენ როგორც ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგებსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნისა თუ გამოცდილების გამოყენება, ქართულ Fintech კომპანიებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებიდან ნახევარი წლის შემდეგ, Mastercard და USAID, საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან ერთად, Tap on Phone პროექტის ახალ ეტაპს აანონსებენ. საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესებს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ. თუმცა, მათი უმრავლესობისთვის, ციფრული გადახდის ინსტრუმენტების გამართვა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება საკმაოდ ბევრ ბარიერთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, Mastercard მათ მარტივ და მოსახერხებელ საშუალებას სთავაზობს: Tap On Phone - ეს არის უკონტაქტო ციფრული გადახდის სწრაფი, სანდო და რაც მთავარია, ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივა. Tap On Phone ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, საჭიროა მხოლოდ ანდროიდის ტიპის სმარტფონში ჩამოტვირთული აპლიკაცია - ამის შემდეგ, მოწყობილობა POS ტერმინალის ჩამნაცვლებელი გახდება.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში

უკვე 22 წელზე მეტია, რაც Mastercard ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენს სახელს უკავშირდება მრავალი ინოვაციური გადახდის მეთოდი. ახლა, ისევე, როგორც ყოველთვის, ჩვენ ორიენტირებულები ვართ ქართული ბიზნეს და ტექნოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაზე.

Tap on Phone ბიზნესებს საშუალებას აძლევს დაიწყონ უნაღდო გადახდები, გაზარდონ გაყიდვები, შემოსავლები და ტექნოლოგიურად განვითარდნენ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ USAID-თან და საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან ერთად ვიწყებთ ამ უნიკალურ პროექტს, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში დაეხმარება.

მარკ მაკკორდი, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მოხარულია რომ თანამშრომლობს Mastercard - თან, რათა ერთიანი ძალისხმევით საფუძველი ჩვუყაროთ საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ზრდას მათი ციფრული ეკონომიკის, ფინანსური მდგრადობისა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობის გზით, ასევე ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან უზრუნველყოფს MSME-ების წვდომას ფინტექის ინსტრუმენტებზე, ციფრული გადახდის მეთოდების ჩათვლით. პროექტი „Tap on Phone” კი წარმოადგენს სწორედ იმ ინიციატივას, რომლის მეშვეობით მეწარმეები შეძლებენ სწორ განვითარებას და ასევე დაეხამრება ციფრულ ტრანსფორმაციაში.“

სხვადასხვა სეგმენტური ასოციაციების ჩართულობითა და კომერციული ბანკების ტექნიკური მხარდაჭერით, პროექტს საქართველოს ფინტექ ასოციაცია განახორციელებს, რაც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესების Tap on Phone პროგრამაში ჩართვას.

“ფინტექ ასოციაციაციის” თავმჯდომარე დავით კიკვიძე

„ჩვენი მიზანია საქართველოში ხელი შევუწყოთ ფინტექის დარგის განვითარებას და ამით წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის გაციფრულებაში, შესაბამისად, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან Mastercard და USAID, რადგან ჩვენ საერთო მიზანი გვაერთიანებს. Tap on Phone პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დავნერგოთ თანამედროვე ტენოლოგოები და ამით მივცეთ ბიზნესს ციფრული გადახდების მიღების შესაძლებლობა. ეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის, ვიტყოდით შესაძლოა რევოლუციურიც კი გახდეს.”

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა