კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობის გაგრძელებას, შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით მუშაობის გაგრძელებას შემოთავაზების შემთხვევაშიც, არ ვფიქრობ - ხინჯად დამრჩება გულში, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში საქართველომ ვერ მოახერხა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, - ამის შესახებ ეროვნულო ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

„2 მარტს მეწურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის 7-წლიანი ვადა. დღევანდელ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ბოლოჯერ ვმონაწილეობდი პრეზიდენტის რანგში. ეს ჩემთვის არის 55-ე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და ამ პერიოდის განმავლობაში 12-ჯერ მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, 10-ჯერ მოხდა მონეტარული პოლიტიკის შემცირება, 34-ჯერ შენარჩუნებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

ყველას, ვისაც გაინტერესებდათ და აშუქებდით ამ საკითხებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერესისათვის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პატივი, პრივილეგია, რომ ვიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მე მხვდა წილად ასეთი მაღალპროფესიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ კიდევ უფრო გამეზარდა პროფესიონალიზმი ამ ორგანიზაციის, მაგრამ ვფიქრობ, რომ 7 წელი საკმაოდ ბევრი გამოწვევებით იყო სავსე, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ახლა უფრო საინტერესო სხვა მიმართულებით და სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელება იქნება. ასე რომ, მეორე ვადით მუშაობის გაგრძელებას შემოთავაზების შემთხვევაშიც არ ვფიქრობ. იმ ადამიანს ვინც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ და ვუსურვებ, რომ იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით.

სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის გულშემატკივარი ვიქნები ამ ორგანიზაციის. ძალიან ხინჯად დამრჩება გულში, რომ ჩემი მუშაობის პერიოდის განმავლობაში საქართველომ ვერ მოახერხა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რადგან რომ არა პანდემია და ომი ძალიან დიდი ალბათობით საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა და მეც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ამით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მივა იქამდე და საინვესტიციო რეიტინგი აუცილებლად ექნება. უნდა გაგრძელდეს დედოლარიზაციის ღონისძიებები, რადგან დოლარიზაცია დღეს არის საქართველოს ფინანსური სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა. ასევე, მინდა ვუსურვო ჩემს შემცვლელს, რომ არ მოადუნოს ყურადღება და მუდმივად გააგრძელოს დედოლარიზაციის ღონისძიებები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა