ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია რეფორმებზე პროპაგანდით და არა რეფორმების რეალურად გატარებით - თუ ასე გაგრძელდა, შედეგი საქართველოსთვის მძიმე იქნება

„ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ხელისუფლება დაკავებულია რეფორმების შესახებ პროპაგანდით, მაგრამ არა თავად რეფორმების განხორციელებით.

ნაცვლიშვილის შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა, შედეგი საქართველოსთვის მძიმე იქნება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები სტყუიან, როდესაც საუბრობენ, რომ 12 რეკომენდაცია შესრულებულია.

„მაგალითად, ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა სასამართლო რეფორმა. პარლამენტში აღნიშნული საკითხის განხილვა არც კი დაწყებულა. მისი შინაარსი ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისი არ არის. რეფორმების შესახებ ტყუილების გავრცელებას სჯობს, ეს რეფორმები გატარდეს. უკრაინის განცხადება აჩვენებს, რომ უკრაინა სწორად ხედავს რომ მისი უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი ევროკავშირის წევრობაა. ომში მყოფი ქვეყანა იცლის იმისთვის, რომ მიუხედავად ფიზიკური ეგზისტენციალური გამოწვევებისა, ქვეყნის რეფორმების გზით სვლა არ შეაჩეროს. უკრაინის მაგალითი რომ გვერდით გადავდოთ, რომელიც ომიდან გამომდინარე სულ სხვა სტანდარტია და მოლდოვას შევხედოთ, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ერთი კვირის წინ სტრასბურგისგან ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. რეზოლუციაში, სადაც სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით არის საუბარი, ჩაიწერა, რომ მათ რეფორმის სწორად გატარება შეძლეს, ითანამშრომლეს რა ვენეციის კომისიასთან. მსგავსს ჩანაწერს საქართველოზე 12 პუნქტის ვერ ერთ პუნქტთან დაკავშირებით ვერ ნახავთ. თუ სტრასბურგი მოლდოვის მიერ გატარებულ რეფორმებს ხედავს და მას დადებითად აფასებს, იგივე სტრასბურგი რატომ მოუწოდებს საქართველოს, რომ რეფორმების გატარება განაგრძოს? ეს არის საჯარო ნიშანი და სიგნალი, რომ მოლდოვა ისევ წინ არის საქართველოზე, იმის მიუხედავად, რომ მასაც რუსეთისგან მომდინარე ანალოგიური გამოწვევები აქვს. საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია რეფორმებზე პროპაგანდით და არა რეფორმების რეალურად გატარებით", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ