კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე რეანიმაციაში ითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას ან თავად ითხოვს, ხოლო მეორე დღეს სასამართლო პროცესს პირდაპირი ეთერით ერთვება და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამის შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხის პოლიტიზება, რომელიც რეალურად მედიკოსებმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მიუღებელია.
"სააკაშვილი ვალდებულია ქვეყნის წინაშე აგოს ის პასუხი, რაც სასამართლომ გამოუტანა, ხოლო გარკვეულ პირებს სურთ პატიმარი დაიხსნან ციხიდან და ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამენ, არ ერიდებიან არანაირ ქმედებას და ეს გარკვეულწილად ცრუ ინფორმაცია მალე გამოჩნდება ხოლმე და საკუთარ თავს გამოავლენს. არ ვარგა ამ საკითხის პოლიტიზება, არ არის საჭირო სამედიცინო და სამართლებრივი საკითხი იმდენად პოლიტიკური გავხადოთ, რომ ამ ყველაფერს ასეთი გარკვეული შედეგები მოჰყვეს," - განაცხადა მათიკაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"