ლევან დავითაშვილმა ლატვიის ელჩთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ლატვიის ელჩს საქართველოში, ედიტე მენდეს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა აქტუალური მიმართულებებით.

„აღინიშნა, რომ მზარდია ლატვიასთან სავაჭრო დინამიკა, განსაკუთრებით, ექსპორტი, რომლის მაჩვენებელიც 2022 წელს 31 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ითქვა, რომ ლატვიიდან კაპიტალი წარმატებით მიემართება ისეთ დარგებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება და სხვ. ხაზი გაესვა ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ ლატვია ევროკავშირის „თვინინგის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. შეხვედრაზე ითქვა, რომ ლატვიაში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის წევრიც ლატვიის სეიმის სპიკერი ედვარდს სმილტენსია. აღინიშნა, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი კიდევ ერთი წარმატებული პლატფორმა იქნება ორმხრივი კავშირების გამყარების მიმართულებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა