რუსეთთან ფრენები არ და ვერ აღდგება, მაგრამ თუკი "ქართული ოცნება" ორმხრივ ფრენებს მაინც აღადგენს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ დიახაც, ის ორმხრივ ტანგოს ეცეკვება კარასინს, კრემლსა და პუტინს , - აღნიშნული განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძე გააკეთა.
ჩიხლაძის შეფასებით, ფრენების აღდგენის თაობაზე კარასინის განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია რუსეთთან სენტიმენტები აქვს.
"სამწუხაროდ, ბევრ საკითხში აგრესორთან თანამშრომლობენ.
ის, რომ ფრენები დღემდე აღდგენილი არ არის, ეს არის ოპოზიციისა და საზოგადოების დამსახურება, რომლებიც ფრენების აღდგენას ვეწინააღმდეგებით", - დასძინა სერგო ჩიხლაძემ.