გიორგი სააკაშვილი - როგორ უტრიალდებათ ენა, რომ სპეკულირებას გვაბრალებენ? - მიშა სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი ტყვეა, იღუპება და უნდა გამოვხატოთ პროტესტი

სირცხვილი მთავრობას, რომ გამოდიან და ქილიკობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ადამიანის ჯანმრთელობაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, საქართველოს მთავრობაში ხედავენ, რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი და ამიტომ „მიდის გადაბრალება“.

„დღეს ვიხილეთ, როგორ ჩაერთო ჩემი ძმა „სკაიპის“ საშუალებით. შოკისმომგვრელი კადრები იყო. მე კი ვიცი რა მდგომარეობაშიცაა, მაგრამ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სჯერა და ვერც წარმოუდგენია მისი ასეთი მდგომარეობა. სირცხვილი ამ მთავრობას, რომ კიდევ გამოდიან და ქილიკობენ ამაზე. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ასე ვქილიკობდე.

ფაქტი არის ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი შევიდა ჯანმრთელი და ახლა ამ მდგომარეობაშია. როგორ უტრიალდებათ ენა, რომ გვაბრალებენ სპეკულირებას? მიშას აბრალებენ, რომ სასჯელისგან გათავისუფლების მიზნით, შესაბამის მკურნალობას არ იღებს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სახელმწიფო თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. მთავრობაში ხედავენ რა მდგომარეობაშია ჩემი ძმა და უკვე მიდის გადაბრალება. გვაბრალებენ, რომ კალორიულ საკვებს არ ვაძლევთ და ა.შ. გუშინ იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, არსებობდა შანსი, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა დასჭირვებოდა“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყოს, რათა პუტინის დავალება შეასრულონ. გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

„დღეს ზელენსკის განცხადება მოვისმინეთ, რომელსაც სააკაშვილის ფოტოები ეჭირა და საქართველოს სახელმწიფოზე ლაპარაკობდა, თუ რა მდგომარეობაში აგდებენ უკრაინის მოქალაქეს. მიშა სააკაშვილი, რომელიც პუტინის პირადი ტყვეა, იღუპება. ჩვენ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, რადგან საქართველოს მთავრობა როდესაც ხედავს, რომ ხალხის მხრიდან არ არის მასშტაბური გამოსვლები, ამას ცუდად იყენებს, ისე, თითქოს საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა. ამ მთავრობისთვის მთავარია, რომ მიშა იყოს ციხეში, რათა პუტინის დავალება შეასრულონ. მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით ჩვენ დავკარგავთ ევროპულ პერსპექტივას და დავრჩებით რუსეთის მონებად. საქართველოს მთავრობას აუცილებლად მოუწევს, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილს ცხოვრების უფლება მისცეს“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ასევე, როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ის მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალარჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მისწრაფებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პირველ საკითხად დააყენა.

„მე მივესალმები ლევან ხაბეიშვილის მოწოდებებს. პარტიულ სტრუქტურაში ახალი სისხლის შემოდინება ყოველთვის აუცილებელია. მე მართლა მივესალმები ლევან ხაბეიშვილის მისწრაფებას, რომ პირველ საკითხად მიშას გათავისუფლება დააყენა. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 500 000 მხარდამჭერი ჰყავს და იქიდან მნიშვნელოვანი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, არ დაუშვებს მესამე პრეზიდენტის მსგავს მდგომარეობას“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი სააკაშვილის თქმით, მას არასოდეს ჰქონია იმედი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებდა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის თავად პრეზიდენტები უნდა იცავდნენ.

„სიმართლე გითხრათ, მე არასდროს მქონდა იმედი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა და მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებდა. უკრაინის პრეზიდენტებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ, მაგრამ ომის დროს ყველა გაერთიანდა. როდესაც ხედავენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს საფრთხე ემუქრება, ერთიანდებიან. პრეზიდენტის ინსტიტუტს საქართველოშიც ყოველთვის თავად პრეზიდენტები უნდა იცავდნენ“, - აღნიშნა გიორგი სააკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის