სალომე სამადაშვილი - სააკაშვილის დაღუპვა წერტილს დაუსვამს საქართველოს ევროპულ მომავალზე საუბარს - როცა ევროპარლამენტს ეს საკითხი დღის წესრიგში შეაქვს, აჩვენებს როგორი განგაშია დღეს ევროკავშირში ამ თემასთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ სააკაშვილო თუ დაიღუპება ეს იქნება მისი თვითდაზიანება, ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გუშინ - სააკაშვილის დაღუპვა წერტილს დაუსვამს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბარს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი დღეს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ- სიცოცხლის საკითხზე გადის და საკითხის მნიშვნელობას ადასტურებს ის მოსმენა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩაინიშნა.

სამადაშვილის განცხადებით, მაშინ, როცა ევროპარლამენტს საკუთარ დაკავებულ დღის წესრიგში ცვლილება შეაქვს, ამით აჩვენებს როგორი განგაშია დღეს ევროკავშირში ამ თემასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზიანდება შეუქცევადად. ყველა ვხედავთ, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და იუსტიციის მინისტრმა გუშინ ფაქტობრივად გამოაცხადა, რომ სააკაშვილი თუ დაიღუპება ეს იქნება მისი თვითდაზიანება, ანუ ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გუშინ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რაც სააკაშვილის მდგომარეობას შეეხება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობ მასზე და რა დამოკიდებულება გაქვს პოლიტიკურად, მისი სიკვდილ-სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის საკითხზე გადის მისი ამ ქვეყნის მომავალი, ცხადია, ბევრი სხვა საკითხია, რაც შეუსრულებელია და დაკავშირებულია ევროკავშირში ქვეყნის მომავალთან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის დაღუპვა წერტილს დაუსვამს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბარს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც დღეს ევროპარლამენტში იმართება, სადაც საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ეს ხდება ძალიან იშვიათად, როცა ევროპარლამენტს საკუთარ ძალიან დაკავებულ დღის წესრიგში შეაქვს დამატებით საკითხები და ამით აჩვენებს როგორი განგაშია დღეს ევროკავშირში ამ თემასთან დაკავშირებით”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის თქმით, ზელენსკის გუშინდელი განცხადება მოწმობს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინა სააკაშვილის საკითხს.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, საზოგადოებამ გუშინ მოისმინა არა მხოლოდ პიროვნული მხარდაჭერა, არამედ გეოპოლიტიკური პოზიციონირება უკრაინის პრეზიდენტისგან, რომელსაც თავის მხრივ, მთელი მსოფლიო უსმენს.

„ამ თემაზე რომ საუბრობს საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის ომში ქვეყნის პრეზიდენტი, აჩვენებს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინა სააკაშვილის საკითხს, რადგან ეს არ შეეხება მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ეს ასახავს იმ რეალობას, რომ სააკაშვილი რუსეთის დღევანდელი კრიმინალური რეჟიმის მიერ პირად მტრად არის გამოცხადებული, ყველას გვახსოვს დაპირებები და მუქარა ვლადიმერ პუტინისგან სააკაშვილის სიცოცხლის განადგურებასთან დაკავშირებით. ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას ცხადად ესმის, რომ ხელისუფლება რომელიც პუტინის სურვილების ასრულებით არის დაკავებული, ვერ იქნება ვერავის მოკავშირე გარდა უკრაინის მტრის და რუსეთის სახელმწიფოსი. ეს თქვა გუშინ ზელენსკიმ და ეს არ არის მხოლოდ პიროვნული მხარდაჭერის გამოცხადება სააკაშვილისთვის, ეს არის გეოპოლიტიკური პოზიციონირება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო და რომელიც იბრძვის დღეს თავისუფალი სამყაროს ინტერესების დასაცავად საკუთარ ხალხთან ერთად”, - განაცხადა სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა