დავით ჭიჭინაძე - ხაბეიშვილს დღეს რომ გაუსკდა „სიყვარულის ბუშტი“ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, სად იყო 2016 წლის არჩევნებში? რატომ არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“?

ხაბეიშვილს დღეს რომ გაუსკდა „სიყვარულის ბუშტი“ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, სად იყო 2016 წლის არჩევნებში? რატომ არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“? - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნები და ბოლოდროინდელი პროცესები „ქართული ოცნების“ ხელდასმით მიმდინარეობს.

„ეს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი „ტრიუკია“. მას რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ სჭირდება 2024 წლისთვის. ამ თემამ თავი ამოწურა. ვფიქრობ, რომ საღად მოაზროვნე ამომრჩეველი, ვისაც „ქართული ოცნება“ არ უნდოდა და შეცვლის მექანიზმს ხედავდა „ნაციონალურ მოძრაობაში“, დღეს უკვე გამორიცხულია, რომ ასე იყოს. რამდენად უნდა არ გიყვარდეს ეს ქვეყანა, რომ ვანო მერაბიშვილის მოყვანაზე იფიქრო? ეს ძალიან კარგად არის გათვლილი. ამასთან, ივანიშვილი ფულს ამ ქვეყანაში არავის დაუტოვებს, თუ ეს მას არ სჭირდება. როდესაც კეზერაშვილის და ივანიშვილის ფინანსებზე გველაპარაკებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ ხელდასმით ხდება.

ხაბეიშვილს დღეს რომ გაუსკდა „სიყვარულის ბუშტი“ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, სად იყო 2016 წლის არჩევნებში? რატომ არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“? ბურჭულაძის გაერთიანებაში იყო - იქ ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი რგოლის შექმნაში მონაწილეობდა, ადამიანს არჩევნების წინ დაუშალეს ბლოკი. 2020 წელს კი ნიკა მელიამ სააკაშვილს მოუგო არჩევნები „ნაციონალური მოძრაობაში“. პარტიის თავმჯდომარეობაზე მელიამ 2-ჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ვარშალომიძემ, რომელსაც პირდაპირ, ღიად მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილი. დღეს ხაბეიშვილის გამარჯვებაში პირდაპირ ჩანს, რომ გარე ხელი არის ჩარეული. 40 000-მდე ადამიანის მობილიზაცია მოხდა - 2-ჯერ მეტის, ვიდრე წინა არჩევნებში. პირდაპირ ჩანს „ქართული ოცნების“ ხელი. ყველამ იცის, რომ აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნება“ ხაბეიშვილის არჩევნებში.

მთავარი საკითხი, რომელიც აქ იკვეთება, რომ ბიძინა ივანიშვილი 2024 წელს აღარ დარჩება პოლიტიკაში. ის ყველაფერს გაცვლით თავის ფულში. ის სააკაშვილსაც გაცვლის - მას გადასცემს, წინასაარჩევნოდ იქნება მისი გადაცემა. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება გარანტიები. მას ახლა სააკაშვილი კარგი მძევალი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაანადგურებს, შესაბამისად, თავის ფინანსებთან, თავისუფლებასთან და მომავალთან დაკავშირებით აუცილებლად გამოიყენებს ამ ორ კოზირს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტზე ვიზუალური დაკვირვებით აშკარად იკვეთება, რომ „ადამიანი საკმაოდ შეცვლილია და ყველაფერი კარგად რომ არ არის“.

„ამდენი ხანი ადამიანი საავადმყოფოში რომ იმყოფება, ეს გარკვეულწილად რაღაცის მანიშნებელია. როგორც გვიმტკიცებს „ქართული ოცნება“, თუ სააკაშვილი ჯანმრთელია და მას ხიფათი არ ემუქრება, მაშინ რატომ არის საავადმყოფოში და არ არის საკანში? რასაც ჩვენ ვხედავთ ვიზუალურად, ადამიანი საკმაოდ შეცვლილია და ყველაფერი კარგად რომ არ არის, ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, ყველანაირად მიანიშნებს იმას, რომ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება. რადგანაც ჩვენთან ვერ ადასტურებენ მის ავადმყოფობას, ე.ი. არ ჰყოფნით კომპეტენცია - ან არ გინდა, რომ კომპეტენცია გეყოს, ან არ გყოფნის. ყველა ვარიანტში უნდა მიმართო ისეთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სურვილი და საშუალება, რომ ამ ადამიანს უმკურნალონ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა