NDI - 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - „ცუდი“ შეფასების მაჩვენებელი 55%-დან 48%-მდე შემცირდა

2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია - „ცუდი“ შეფასების მაჩვენებელი 55%-დან 48%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

აღნიშნულის მიუხედავად, ჯამში, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეკონომიკის მდგომარეობის ნეგატიური შეფასება სოფლის ტიპის დასახლებებში, ეთნიკურ უმცირესობებში, 55+ ასაკის მოსახლეობასა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დასახელდა.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ