NDI- საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. NDI-ს კვლევის თანახმად, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

კითხვაზე: რამდენად მოსალოდნელია, რომ 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ? - გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76%- არ არის მოსალოდნელი, პასუხი არ იცის 4%-მა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავის ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს.

„თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9%-დან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს“, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ბინის მესაკუთრეები ქონების დაკარგვაზე არ ღელავენ. NDI-ს ცნობით, ისინი, ვინც ბინის/სახლის შესაძლო დაკარგვაზე ღელავენ, მიზეზად იპოთეკის გადაუხდელობას ან ფინანსური პრობლემების გამო ბინის გაყიდვის საჭიროებას ასახელებენ.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა