NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% მიიჩნევს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის, 26%-ის აზრით კი - საერთოდ არ იცვლება

„საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 31% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის, 26%-ის აზრით კი - საერთოდ არ იცვლება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში თავს დაცულად, გამოკითხულთა 66% გრძნობს, 34% კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დაუცველია.

საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ. დაუცველობის მიზეზად გამოკითხულთა 39% სიღარიბეს ასახელებს, ინფლაციასა და მაღალ ფასებს გამოკითხულთა 35%, 34%-ის აზრით, მიზეზი უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, 33%-ის აზრით, კრიმინალი, 21%-ის შეფასებით კი თავს დაუცველად პოლიტიკური არასტაბილურობის გამო გრძნობენ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 44% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, 37% ნეიტრალურადაა განწყობილი, 17% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის