ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადებებს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ყურადღება მოჰყვება

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ვლადიმერ პუტინთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რასაც მისი განცხადება ადასტურებს.

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზელენსკის განცხადებებს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ყურადღება მოჰყვება.

„ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, მისი ღირსების შელახვა, მისი ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში ჩაგდება არის არა მხოლოდ ლოკალური საკითხი, არამედ მათ შორის პუტინის ინტერესში შედის, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ემუქრებოდა. ამიტომ, ზელენსკის მხრიდან, რომელიც ყველაზე დიდი ავტორიტეტია დღეს პუტინთან ბრძოლაში, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის განცხადებაა. ამას მოჰყვება მათ შორის სხვა ქვეყნებიდან სერიოზული ყურადღება. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, მთელ მსოფლიოში ესმოდეთ, არ შეიძლება დავუშვათ პუტინის მტრის საქართველოში ამ მდგომარეობაში ყოფნა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამართული დებატებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველანაირი წნეხი, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალოს.

„რომ გითხრათ, ევროპარლამენტარების აზრი „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესოა, ასე არ არის, რადგან მათ თავს ესხმიან, მაგრამ ყველა მხრიდან წნეხი არის ახლა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილი მოკლას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა