პეტრე ცისკარიშვილი - რეიტინგები გავზომოთ საპარლამენტო არჩევნებზე - ჩვენი მხარდაჭერა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება

რეიტინგები გავზომოთ საპარლამენტო არჩევნებზე - ჩვენი მხარდაჭერა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით შემცირებულია.

მისი თქმით, პარტიის რეიტინგის ამ ტიპის კვლევით განსაზღვრა არარელევანტურია.

“პარტიაში გვქონდა შიდაკონკურენცია, როდესაც პარტიაში არჩევნები ტარდება და სირთულეა, რა თქმა უნდა, შეიძლება კონკრეტული მომენტისთვის მაღალი შედეგი ვერ აჩვენო. “ოცნებას” კვლევაში 25% უწერია, მაგრამ არჩევნებზე რამდენს იღებს ხომ? ამიტომ არარელევანტურია სატელეფონო გამოკითხვით ჩატარებული ამ ტიპის კვლევები. როდესაც გამოკითხულთა 55% არ გაძლევს პასუხს ან არ იცის, დანარჩენი გამოკითხულებიდან გამომდინარე იმსჯელო, რა რეიტინგი აქვს კონკრეტულ, პარტიას ეს რელევანტური არაა”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია ნათქვამი.კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი - დიახ, 6 პროცენტი - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. 39% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“. კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა