ამერიკის ელჩი კახეთის გუბერნატორს და თელავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ანდრიაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, თენგიზ მთვარელიშვილს შეხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, განვითარების პერსპექტივებზე და კახეთის, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილის ავთენტურობისა და ამოუწურავი პოტენციალის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საელჩოს მიერ დანერგილი და განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას შეეხო და ელჩმა თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს, თელავში მოქმედი ამერიკის კუთხის გაფართოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის მნიშვნელობას. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ბევრი საერთო და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის სასიკეთო პროგრამა იქნა განხორციელებული. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა