ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა გადასცა.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი 2020 წელს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს შეუერთდა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩაერთო, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქუთაისის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში, სიტუაციური ანალიზის მიგნებების და რეკომენდაციების ანგარიში მომზადდა, ბავშვებთან საკონსულტაციო ფორმატში ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა. შედეგად, ქალაქი ბავშვზე მორგებული ინიციატივის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და კანდიდატი ქალაქის სტატუსი მიიღო.

„ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი დღეა - ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მოგვენიჭა, რაც ჩვენი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. პირველ რიგში, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და იუნისეფთან ერთად საბოლოო სტატუსამდე მივალთ, რათა ქუთაისი ბავშვზე მორგებული ქალაქი იყოს, რაც ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების თანმიმდევრულ განვითარებას ხელს შეუწყობს,“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად დასახული სტრატეგიისა და გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის სრული ციკლის წარმატებით დასრულების შემდეგ აღიარებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა