ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად დამთავრდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების პარალელურად ყველა გამოწვევისთვის მზადაა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,“ნაციონალური მოძრაობა” პარტნიორებთან მუშაობას და პარტიის გაძლიერებას გააგრძელებს.

“ვისაუბრეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, მის გადარჩენაზე. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი მიბმულია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება და ამ პერსპექტივამ შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს, თუ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ფატალურად დამთავრდა.

ასევე, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობაზე. ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12-პუნქტიან გეგმაზე და პრობლემებზე, რომელსაც ამ პუნქტების შესრულებისას ვაწყდებით. “ქართული ოცნება” ცდილობს, ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის “რუსული ოცნება” ყველაფერს აკეთებს.

ცხადია, გვქონდა საუბარი გამოსავლის გზებზე და იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მზად იქნება, ყველა გამოწვევისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების პარალელურად. სხვა შემთხვევაში, როდესაც მესამე პრეზიდენტს, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს კლავენ პუტინს დავალებითვე, რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა უბრალოდ შეუძლებელია. ცხადია, თემები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება და რომელიც პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, მთავარი საკითხი იყო რაზეც ვისაუბრეთ.

ნიკა გვარამიას საკითხსაც შევეხეთ. ის უპრეცედენტო განაჩენითაა დაკავებული. არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც ამავე ბრალდებით იყოს ტყვეობაში.

ამასთან, გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას. “ნაციონალური მოძრაობა” გავაგრძელებთ პარტიის გაძლიერებას, რაც გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ როგორც ქვეყნის გარედან ექნება წნეხი, აუცილებლად ექნება ქვეყნის შიგნითაც მაშინვე, როდესაც მოვახერხებთ მობილიზებას, გააქტიურებას, ლოჯისტიკის აწყობას და ეს, რა თქმა უნდა, მალე იქნება”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა