ხატია დეკანოიძე - ლავროვის განცხადებამ გაამყარა “ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც დასავლეთის მომხრეა, ვინც უკრაინის მომხრეა და საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, საქართველოს ომში ჩართვა სურს

სერგეი ლავროვის განცხადებამ გაამყარა “ქართული ოცნების“ პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც დასავლეთის მომხრეა, ვინც უკრაინის მომხრეა და საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, საქართველოს ომში ჩართვა სურს, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკას გადაეჯაჭვა და ამ მხრივ არსებული მაჩვენებლები კატასტროფულია. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

"ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დოქტრინა იყო, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების მიზეზი არ უნდა ყოფილიყო. “ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დღემდე ცდილობს ყველაფერი დასავლური, რაც მის ძალაუფლებას შეარყევს, უარყოს და რუსულ მეთოდებზე გადავიდეს.

ტყუის ლავროვიც და “ქართული ოცნების“ პროპაგანდაც - სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები არიან ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყნები, ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან ამ მიმართულებით ვიმუშაოთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

“ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად არის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო წნეხისა და სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს: “თქვენ იცით, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმის და ენერგომატარებლებს ჩვენ ვიღებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ეს პოზიცია საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს.

“იმაში, რომ სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ “გამღიზიანებლად“ , დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში, მე ეჭვიც არ მეპარება“, - განაცხადა ლავროვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა