ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტი სრიგპ-ის ფონდიდან 5 მილიონი ლარით არის დაფინანსებული.

„ცენტრალურ მოედანზე არსებულ შენობას, რომელშიც წლების განმავლობაში განთავსებული იყო ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო შენობის 3 კედლის შენარჩუნება, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა საშუალებას შენარჩუნებულიყო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები. მოხდა კედლების დაშლა და ძირითადი ორნამენტების შენახვა.

მაქსიმალურად ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ფასადი მაინც შენარჩუნებულიყო, გამოყენებული იქნა ახალი ტექნოლოგიები გამაგრებითი სამუშაოებისთვის.

ახლა ველოდებით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას აღნიშნული კედლის მდგრადობის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის მიხედვით აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟიც, მოხდება კედლის დაშლა (და არა დანგრევა), ხოლო ფასადის ახალ კედელში გამოყენებული იქნება ძველი ფასადის დეტალები და ორნამენტები, ისევე როგორც დანარჩენი ორი კედლისგან შენახული მასალებისა.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროცესი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული უსახური, მრავალი წლის განმავლობაში ამორტიზებული შენობა მალე სულ სხვა დატვირთვას შეიძენს. ახალი მულტიფუნქციური შენობა გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, კულტურული ღონისძიებების მასპინძლობის და ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - ხელისუფლებამ იცის, რომ ამერიკასთან ურთიერთობების დალაგების კუთხით ჩიხშია, ახლა მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ - არჩევნები მოიგონ და შემდეგ თქვან: ხალხმა ჩვენ აგვირჩია და დაანებეთ თავი ამ ქვეყანას
ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო