ნინო ლაცაბიძე - როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა,  ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2023 წლის ,,რუსთავის ახალი განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია წარადგინა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პრეზენტაციისას ნინო ლაცაბიძემ, ინფრასტრუქტურული, სოციალური და ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია, მიმდინარე წელს გეგმავს, საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მერიის გუნდთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარუდგინა.

პრეზენტაცია მოქალაქეთა მომსახურების ახალ ცენტრში მოეწყო, რომელიც რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ძირითადი კომპონენტი და ნინო ლაცაბიძის მიერ, რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილია.

,,დღეს წარმოვადგინეთ 2023 წლის რუსთავის ახალი განვითარების ის გეგმა, რომლის განხორციელებაზეც ყველა ერთად ვიმუშავებთ. მახარებს ის, რომ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები წარმოვადგინეთ ჩვენს გუნდთან ერთად, რადგან როგორც საკანონმდებლო, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებული სახსრებით ვაგრძელებთ რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მთავარ აქცენტებს ვაკეთებთ, რუსთავში ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, ასევე ახალი საგზაო და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე. გამორჩეული იქნება 2023 წელი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის განხორციელების შედეგად, რუსთავის მერიის გუნდს, სხვადასხვა მიმართულებით სერვისების გაუმჯობესებისა და რეფორმების განხორციელების საშუალება მიეცა.

,,დღეს გავეცანით იმ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, რომელიც დაკავშირებულია იმ პროექტებთან რომელიც 2023 წლის განმავლობაში რუსთავში უნდა განხორციელდეს. ყველა ამ პროექტის პარალელურად რა თქმა უნდა საჭიროა შესაბამისი ნორმატიული ბაზების განახლება, საკანონმდებლო ცვლილებები. მაგალითად გასულ წელს განხორციელდა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და ჩამოყალიბდა მუნიციპალური ინსპექცია, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განახლებას საჭიროებდა“, - განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ,,დღეს წარმოვადგინეთ რუსთავის განვითარების ახალი გეგმა. სახელმწიფოს მხარდაჭერით უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება ის მასშტაბური პროექტები რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერაა ინიცირებული, ეს არის ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. ასევე, პრემიერის ინიციატივით, ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში გაგრძელდება მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია, მასშტაბური სკვერებისა და პარკების მოწყობა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა - ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება, რომელიც რუსთავმა გასულ წელს დაიწყო, აუცილებლად გაგრძელდება და პრემიერის ინიციატივით დამატებით 5 მილიონი ლარი გამოიყო ამ პროგრამის გასაგრძელებლად“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაცით, ქალაქის ბიუჯეტი, დღეისათვის 108 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო