სერგეი ლავროვი - მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილი არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას

მადლობა ღმერთს, საქართველოს პრეზიდენტი არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს.

მისივე თქმით, დასავლეთს სურს გადააქციოს საქართველო „გამღიზიანებლად“ რუსეთის ფედერაციისთვის.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას და უფრო ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს, არის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო წნეხისა და სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმის და ენერგომატარებლებს ჩვენ ვიღებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა