ზვიად ძიძიგური - მძიმე მდგომარეობაშია სრულიად პოლიტიკური სპექტრი - როდესაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ ენდობა, ეს ნიშნავს, რომ ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია

როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მხრიდან ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

ძიძიგურის თქმით, რეიტინგული თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლებაც, მაგრამ ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში შეუძლებელია, რამე დაემუქროს.

„დღეს ოპოზიცია ძლიერი, რომ იყოს ასეთი რეიტინგის პირობებში, ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია.

არის რომელიმე პარტია, რომელსაც ხალხის ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს? - პარტიები ძირითად ლაპარაკობენ, ევროინტეგრაციაზე, ნატო-ში გაწევრიანებაზე, თავისუფალი სასამართლოზე, ლგბტ უფლებების დაცვაზე და ა.შ. ეს ისეთი თემებია, რაზეც ყველა ლაპარაკობს. ილაპარაკონ იმაზე, რაც ქვეყანას აწუხებს, რაც თითეულ ადამიანს აწუხებს. ეს ზოგადი თემებია.

დღეს დავინახე ისეთი ტენდენცია, რომ ხელისუფლება კმაყოფილია NDI-ის კვლევის შედეგებით და ოპოზიცია უკმაყოფილო. ხელისუფლება სულ ამბობდა, რომ NDI-ის და IRI-ის კვლევებს არ ენდობოდა. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებზე ვნახოთ, რა შედეგები გვექნებაო. მძიმე მდგომარეობაშია სრულიად პოლიტიკური სპექტრი. რეიტინგული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლებაც, მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს იმიტომ, რომ მის ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი არ ემუქრება. ასეთი სუსტი ოპოზიციის პირობებში შეუძლებელია რამე დაემუქროს.

ალტერნატივის მოთხოვნაა დღეს. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ ენდობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის მხრიდან ალტერნატივაზე მოთხოვნა კი არ არის, ხმამაღალი ყვირილია. ეს ციფრები ამას მეტყველებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისი შეფასებით, ურეიტინგო ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს, რადგან მას გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს,

„ოპოზიციამ დღეიდან ხალხის პრობლემებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. მიზანი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანა წაიყვანოს უკეთესი მიმართულებით. ეს ეხება ყველა მიმართულებას, რომელიც ადამიანს აწუხებს. ხელისუფლების შეცვლა არის მიზნის მიღწევის საშუალება. თუ მიზნად ხელისუფლების შეცვლას გამოაცხადებ, პრიორიტეტები გაქვს არეული“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინფორმაციისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი - დიახ, 6 პროცენტი - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

იგივე კითხვაზე აგვისტოში ჩატარებული კვლევის თანახმად, 56 პროცენტი ამბობდა, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 39 პროცენტი - დიახს, 4 პროცენტი - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 2 პროცენტი იყო.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა