ხატია დეკანოიძე - NDI-ის კვლევები ამბობს, რომ თუ ძალიან დიდი ძალისხმევა არ გავწიეთ, „ქართული ოცნების“ დამარცხება ძალიან რთული იქნება - ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა, რადგან ის არ აჩვენებს გზებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, NDI-ის კვლევები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მთავრობისადმი დადებითი შეფასებები 10%-ით გაზრდილია, ამბობს იმას, რომ თუ ოპოზიცია დიდ ძალისხმევას არ გასწევს, „ქართული ოცნების“ დამარცხება ძალიან რთული იქნება.

როგორც ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა, რადგან ის არ აჩვენებს გზებს, თუ როგორ მოაგვარებს პრობლემებს მომავალში.

„NDI-ის კვლევები, სადაც ჩანს, რომ წინა კვლევასთან შედარებით, მთავრობისადმი დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პირადად ჩემთვის, ამბობს იმას, რომ თუ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა არ გავწიეთ, „ქართული ოცნების“ დამარცხება ძალიან რთული იქნება. ეს რაც პოლიტიკას ეხება.

გარდა ამისა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიყო. პირველი არის ის, რომ ადამიანების მხრიდან ევროკავშირის მხარდაჭერა გაზრდილია. მიუხედავად ხელისუფლების ანტიდასავლური პროპაგანდისტული დამოკიდებულებისა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მეორე, ეს არის ინფლაცია და ფასების ზრდა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან, რაც ვფიქრობ, რომ მკაფიოდ ვერ ავუხსენით მოსახლეობას. სიღარიბეც დიდი პრობლემაა.

თბილისში ყოველ მე-4 ადამიანს ქვეყნიდან წასვლა უნდა. ნიშანდობლივია განათლება და ქალების როლი პოლიტიკაში.

გაზრდილია ადამიანების რიცხვი, ვინც არცერთ პარტიას არ ენდობა. მართალია, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ NDI-ის კვლევები გვანახებს, რომ ოპოზიცია სეგმენტურად არ მუშაობს. ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა, რადგან ის არ აჩვენებს გზებს, თუ როგორ მოაგვარებს პრობლემებს მომავალში. იმედი მაქვს, ეს კვლევები ბევრი ჩემი კოლეგისთვისაც ნიშანდობლივი იქნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე, როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დეჰუმანიზაცია დიდი ხანია დაიწყო.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითს, ჩვენს პარტიას ეგზისტენციალური საფრთხე უდგას, ეს მიშას ჯანმრთელობის საკითხია. არ ვიცით მისი სიცოცხლე როგორი იქნება ხვალ ან ზეგ. ჩვენთვის დღის წესრიგში მთავარი საკითხი ეს არის. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დეჰუმანიზაცია დიდი ხანია დაიწყო. „არაფერი სჭირს, მაგრამ იგონებს“, „თვითდაზიანებას მიმართავს“ და ა.შ. ეს ყველაფერი დეჰუმანიზაციაა. არსებობს საერთაშორისო კონვენციები, სადაც პირდაპირაა განმარტებული, ვინ არის პატიმარი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი. ეს არის სახელმწიფო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა