ვანო მაჭავარიანი  - კოორდინაცია ხდება რუსეთის პოზიციასთან, უკრაინის საწინააღმდეგოდ

ბიძინა ივანიშვილი ცნობილია მოსკოვიდან გამოყოლილი ზედმეტ სახელით - „ანაკონდა“. ის ძალიან მშვიდად და ნელა ასრულებს იმ გეგმებს, რომელიც შეიძლება არც არავინ იცოდეს, - ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ექსპერტმა, ვანო მაჭავარიანმა აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეალური ხედვა უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოააშკარავა, რადგან ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებამ არჩევანის წინაშე დააყენა.

ამასთან, მაჭავარიანის თქმით, კრემლი საქართველოს ხელისუფლებას 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ამადლის, რადგან რუსეთი თვლის, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე ხდება.

„პრობლემა, ხომ ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობაა. შეიძლება, სადღაც კარგი კაცია [ბიძინა ივანიშვილი], მაგრამ ის მიზანი, რაც პოლიტიკაში ახლა აქვს დასახული, უკავშირდება მის უსაფრთხოებას და ხედვას, რომელიც გამოაშკარავდა უკრაინის ომის ფონზე იმიტომ, რომ არჩევანის წინაშე დააყენეს. ყველაფერი თავის თავზე აიღო. რუსებიც ასეთები არიან, პოლიტიკა , ბიზნესი, უშიშროება ყველაფერი გადაჯაჭვულია, არჩევანის წინაშე გაყენებენ.

სერგეი ლავროვი ბრალს გვდებს, რომ 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა, სწორედ რუსეთის ხარჯზეა. ფაქტობრივად, ლავროვი ამბობს, რომ ეს მათი გავლენის სფეროა. გამადლიან, რომ 10%-იანი ზრდა რუსეთის ხარჯზე გაქვს და ამას პოლიტიკური ფასი აქვს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ექსპერტის განმარტებით, აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი არ იყო უბრალოდ სატელეფონო საუბარი, მისი თქმით, ეს არის ოფიციალური შეხვედრები.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პროცესი არასწორად მიდის და ამას განაპირობეს ოპოზიციის სისუსტე და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები.

„კარასინის და აბაშიძის შეხვედრა, ეს არის ოფიციალური შეხვედრები. არის სპეციალური ოქმი, სადაც ორივე მხარე იწერს რაზე იყო საუბარი. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის, ტრანსპორტის და სხვა სამინისტროები კონტაქტში არიან, რაღაც თემებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ბევრი რამე კულუარებს მიღმა რჩება. ფაქტია, რომ არ უარყოფენ კონტაქტებს, რომ რაღაც თემებთან დაკავშირებით საუბრობენ. მთელი რიგი საკითხები დალაგებული აქვთ, როგორც რუსებს, ასევე ამ ხელისუფლებას. კარასინის და აბაშიძის საუბარი, ბიძინასა და ევტუშენკოს შორის საუბარი, გზავნილების თანხვედრა, შექება - ეს ყველაფერი ხომ რეალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან მიმართებაში მიმართულება აღებული აქვთ.

პოლიტიკური პროცესი არასწორად მიდის. ამას განაპირობებს ოპოზიციის სისუსტე და ბიძინას პოზიციები. დიპლომატიაში ვმუშაობდი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ, ჩვენი პოზიციები ყოველთვის თანხვედრაში იყო ევროკავშირის პოზიციებთან. ახლა, რასაც ვხედავთ კოორდინაცია ხდება რუსეთის პოზიციასთან, უკრაინის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის დადანაშაულებით. მათ შორის, INDI-ის კვლევაში გამოჩნდა, რომ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ან ვერ ან არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ ევროპას დაუახლოვდეს, მაგრამ მაინც კმაყოფილი არიან“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა