ფოთის მერმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს უმასპინძლა

ფოთს სამუშაო ვიზიტით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტუმრა.

აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა.

„შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“, რომელშიც ფოთი 2022 წლიდან ჩაერთო იძლევა შესაძლებლობას ქალაქში ჩატარდეს ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მონაწილეობით. მომზადდეს რეკომენდაციების ამსახველი ანგარიში, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სამოქმედო გეგმას. ვიზიტის ფარგლებში, ღასან ხალილმა ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართა შეხვედრა. ამასთან, ის ესტუმრა ფოთის მე-4 საჯარო სკოლას, სადაც გაეცნო სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებს. ფოთის მერიის ცნობით, ის ასევე ეწვია ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას და ჩაატარა ლექცია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა