ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები, არც მეტი, არც ნაკლები

ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები, არც მეტი, არც ნაკლები, - ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კობახიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში მათ პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.

„მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ევროკომისიის შეფასებებს, გადაწყვეტილებებს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ევროპულ კომისიას, მან თავადვე აღიარა, რომ შარშან ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენთან მიმართებით იქნებოდა დადებითი, ეს წერია პრაქტიკულად დღევანდელ დოკუმენტში. აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, თუ იქნება დეკემბერში ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება აუცილებლად დადებითი საქართველოსთვის, რადგან ეს უკვე შეფასებული აქვს ევროპულ კომისიას”, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა