პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ, ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთში არ შეუშვებს.

მისი ეს განცხადება დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ, მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება არა ერთხელ შეაქო. ხოლო რაც შეეხება კონფლიქტებს თქვა - „მივესალმებით თუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას დაიწყებენ.

რას შეიძლება ნიშნავდეს ინალ არძინბას განცხადება? იმას ხომ არა, რომ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით კრემლი თავის ძველ პოზიციებზეა და ცდილობს თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის კონსულტაციებში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მონაწილეობდნენ?

- ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მე ასე არ დავინახავდი. საქმე ისაა, რომ მგონი რუსეთს, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე სურს დასავლეთს ყველა მიმართულებით უკარნახოს თავისი პირობები. ან თუ ისე არ გამოდის, როგორც მას უნდა, მაშინ გააჩეროს ყველა პროცესი.

საქმე ასევე ისაა, რომ ინალ არძინბა არ წარმოადგენს აფხაზური საზოგადოების კონსოლიდირებულ აზრს, პირიქით, ის ჯერჯერობით უმცირესობაშია. აფხაზეთში საერთო საშუალო აფხაზობის კონსოლიდირებული აზრი არის პროაფხაზური, აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ფიქრობს.

რუსეთს, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე სურს დასავლეთს ყველა მიმართულებით უკარნახოს თავისი პირობები. ან თუ ისე არ გამოდის, როგორც მას უნდა, მაშინ გააჩეროს ყველა პროცესი

ხოლო ინალ არძიბა აფხაზეთში ჩასმულია იმისთვის, რომელმაც უნდა აკონტროლოს ის, რასაც აფხაზეთის კრემლის ინტერესებიდან შორს არწასვლა ჰქვია. თავად აფხაზები ინალ არძინბას რუსეთის აგენტად მიიჩნევენ. თავადაც არიან პრორუსები, ანტირუსები არ არიან, მაგრამ ინალ არძინბა გამოკვეთილად რუსეთის აგენტია. პრაქტიკულად, მას არ გააჩნია არავითარი აფხაზური ინტერესები. მას აფხაზური გვარი აქვს, რეალურად კი მკაფიო გამოკვეთილი რუსეთის ჩინოვნიკია.

განცხადება რომელიც ინალ არძინბამ გააკეთა, აშკარად რუსეთის დავალება იყო და მან შეასრულა. სხვა შემთხვევაში, იგი ასეთ თამამ განცხადებებს არ და ვერ გააკეთებდა. ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებმა მიზეზთა გამო გადაწყვიტეს თებერვლიდან აპრილში გადაეტანათ ჟენევის მორიგი რაუნდი. თითქოს არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. ისე ჩაიარა კორონავირუსმა, რომ ჟენევის რაუნდები საერთოდ არ ტარდებოდა. თანათავმჯდომარეებს მორიგი რაუნდი არ გაუუქმებიათ, მხოლოდ გადაიტანეს თვე ნახევრით, მაგრამ ამან მოსკოვში გამოიწვია წარმოუდგენელი და მოულოდნელი ისტერიკა.

რაც გააჟღერა ჯერ არძინბამ. განცხადება თანათავმჯდომარეების არშეშვების შესახებ გამაოგნებელი იყო. შეეძლოთ, სოხუმში მათ არძინბას ნაცვლად მისი მოადგილე შეხვედროდა და გაეკეთებინათ მსუბუქი დიპლომატიური დემარში. სოხუმმა საგანგებოდ, საჯაროდ ცხვირწინ მიუჯახუნა კარები ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებს.

ამის შემდეგ ვნახეთ, რომ მოსკოვმა სოხუმს ქცევა მოუწონა, რასაც შემდეგ ვნახეთ, რომ ანალოგიური განცხადება ცხინვალმა გააკეთა. სოხუმმა და ცხინვალმა დასავლელი დიპლომატების წინააღმდეგ საერთო დიპლომატიური დემარშის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ იგი ვერ შედგებოდა, მოსკოვიდან რომ არ ჰქონოდათ ამის შესახებ მიღებული გზავნილი.

სოხუმმა და ცხინვალმა დასავლელი დიპლომატების წინააღმდეგ საერთო დიპლომატიური დემარშის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ იგი ვერ შედგებოდა, მოსკოვიდან რომ არ ჰქონოდათ ამის შესახებ მიღებული გზავნილი

- ეს გასაგებია, მაგრამ რატომ შეიძლება არ ვივარაუდოთ, რომ მოსკოვს უნდა თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის კონსულტაციებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩამოშორება?

- თავის დროზე დასავლელი პარტნიორები ჟენევის კონსულტაციებში მოსკოვმა ჩართო. როცა 2008 წელს დაეწყო ეს ფორმატი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებისათვის მოულოდნელად ჟენევაში პირველ რაუნდზე ჩვენებს დახვდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები.

ეს იყო პირველი სკანდალის მიზეზი, ქართული მხარე არ დაესწრო მაშინ ამ შეხვედრას და უკვე მეორე რაუნდში აფხაზები და ოსები წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ამ პროცესში მონაწილე პირები.

ჩემი აზრით, მოსკოვი სჯის ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არა მარტო საქართველოს გამო, არამედ უკრაინის გამო. ახლა მოსკოვი არ ასრულებს აშშ-სა და რუსეთს შორის ხელმოწერილ ყველაზე სტატეგიული შეთანხმებას პირობებს, რომელიც სტრატეგიული რაკეტების შეზღუდვის შესახებ.ვფიქრობ, მოსკოვი ყველა ფრონტზე წვავს დასავლეთთან ურთიერთობის ყველა მოედანს.

მოსკოვი სჯის ევროპასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არა მარტო საქართველოს გამო, არამედ უკრაინის გამო... მოსკოვი ყველა ფრონტზე წვავს დასავლეთთან ურთიერთობის ყველა მოედანს

- გასული კვირა საინტერესო იყო იმით, რომ სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სოხუმში არსებულ „ბიოგრაფიულ სალონში“ გამართულ შეხვედრაზე ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ გავრცელდა.

ამ ინტერვიუში სერგეი შამბამ, რომელსაც საკმაოდ მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს, პრაქტიკულად აღიარა, რომ 1992 წლის 14 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე აფხაზები ემზადებოდნენ საქართველოსთან ომისთვის.

მეტიც, მართალია ირიბად, მაგრამ მან ასევე აღიარა, რომ 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ქართული ჯარის შესვლა ვლადისლავ არძინბასთან იყო შეთანხმებული. საუბრიდან ცხადად ჩანს, რომ სერგეი შამბა აშკარად ცდილობს მოირგოს „ერის მამის“ როლი.

სავარაუდოდ, ამ ეტაპზე რაში შეიძლება სჭირდებოდეს სერგეი შამბას „ერის მამის“ როლის მორგება?

- გეთანხმებით, რომ შამბა ამ ტიპის განცხადებებს პირველად არ აკეთებს. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა, ვინაიდან ადამიანი გარდაცვლილია და ვერ დაიმოწმებს, შამბა ცდილობს გარკვეული როლი მოირგოს.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ მაშინ როცა აფხაზურ პოლიტიკაში ვლადისლავ არძინბა გამოჩნდა, სერგეი შამბა უკვე იყო ბობოლა პოლიტიკური ფიგურა. მაშინ შამბა ყველაზე ძლიერი და გავლენიანი აფხაზური მოძრაობა „აიდგილარას“ თავმჯდომარე იყო.

როგორც ჩანს, შამბას აქვს განცდა, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ არაა დაფასებული. შესაძლოა ეს იყოს საფუძველი იმისა, რომ მას აქვს სურვილი საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს რომ ის „აფხაზი გმირების“ კოჰორტაშია

მაშინ ყველა გაოცებული იყო, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, როცა აფხაზებს პირველ პირად სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „სოიუზის“, ე.წ. „ავტონომისტების“ ლიდერი ვლადისლავ არძინბა შესთავაზა. აფხაზეთში არძინბას ჩასვლით ყველა დაიჩრდილა, მათ შორის სერგეი შამბა.

ვფიქრობ, იმ პერიოდიდან აქვს დარჩენილი შამბას გარკვეული უკმარისობის გრძნობა. არძინბაც გარდაცვლილია და ბაღაფშიც, გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი, მაგრამ აფხაზური საზოგადოება ორივეს გმირებად მიიჩნევს. ცხადია, პირველი გმირი ვლადისლავ არძინბაა.

როგორც ჩანს, შამბას აქვს განცდა, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ არაა დაფასებული. შესაძლოა ეს იყოს საფუძველი იმისა, რომ მას აქვს სურვილი საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს რომ ის „აფხაზი გმირების“ კოჰორტაშია. იგი ხშირად ისეთ რამეს ამბობს, რისი გადამოწმებაც ძნელია.

- „ბიოგრაფიულ სალონში“ შეკრებილმა ახალგაზრდებმა მას არა ერთხელ მოუწოდეს დაეწერა მემუარები, მაგრამ მან პასუხად მოუცლელობა დაასახელა.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სერგეი შამბა მემუარების დასაწერად „ვერ იცლის“?

- შამბას უფრო ლაპარაკი უყვარს ვიდრე წერა. სტანისლავ ლაკობა რომ იყოს, უკვე ბევრ რამეს დაწერდა. აქვს კიდეც ბევრი რამ საინტერესო დაწერილი.

- უხმაუროდ არ ჩაუვლია კარასინ-აბაშიძის სატელეფონო საუბრის გავრცელებულ ჩანაწერს. ბატონმა ზურაბმა დაადასტურა საუბრის ავთენტურობა, მაგრამ თქვა, რომ „სასკანდალო რა არის ვერ მივხდიო“.

საუბარში კარასინი საუბრობს იმაზე, რომ ტრანსპორტელებმა მას „მიანიშნეს, რომ პერსპექტივაში არის რაღაც გეგმა, ახალი დერეფნის მშენებლობაზეა საუბარი, რომელიც თქვენ და ჩვენ გვეხება“. მეტიც, იგი ამბობს, რომ საუბარია „კრასნოდარის მხრიდან, სამხრეთ ოსეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე“.

ბევრმა მამისონის უღელტეხილზე არსებული გზა ივარაუდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ რაჭის ტყეების დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან და რუსებთან დაახლოებულ ბიზნესმენ ხიდეშელს გადაეცა, გამორიცხული შესაძლოა არც არაფერი იყოს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთს უნდა მამისონის უღელტეხილზე საქართველოში მომავალი ახალ გზა გახსნას?

- თეორიულად გამორიცხული არაფერია. მეტსაც დავამატებ, ორი-სამი კვირის წინ მამისონონის უღელტეხილიდან არც ისე შორს, ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან იყო პატარა გვირაბი, რომელიც ახლა გააფართოვეს და გააკეთეს სრულყოფილი გვირაბი. ითქვა, რომ მისი გახსნით გაიოლდება სათხილამურო ცენტრთან მისვლა. მაშინ ამას ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა დამატებითმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა.

თავის დროზე რუსეთი ცდილობდა დაღესტნიდან საქართველოში გზის გაყვანას. ამაზე იყო ხმაური. რუსებმა ეს გზა საქართველო-რუსეთის საზღვრამდე თითქმის ბოლომდე მიიყვანეს, მაგრამ, შემდეგ საქართველომ მისი მხრიდან გზის გაყვანაზე პრინციპული უარი თქვა.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რუსეთთან დამაკავშირებელი ორი გზა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გავლით. დღეისათვის ორივე ჩაკეტილია. საქართველოს შვეიცარიულ კომპანიასთან ხელი აქვს მოწერილი მათ ამოქმედებაზე, საკმარისია ნება, რომ ამ მიმართულებებზე ტვირთებმა დაიწყოს მოძრაობა.

ჩვენ გვაქვს რუსეთთან დამაკავშირებელი ორი გზა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი გავლით. დღეისათვის ორივე ჩაკეტილია. საქართველოს შვეიცარულ კომპანიასთან ხელი აქვს მოწერილი მათ ამოქმედებაზე, საკმარისია ნება, რომ ამ მიმართულებებზე ტვირთებმა დაიწყოს მოძრაობა

თუ ბევრს მამისონი გაახსენდა, მათ შევახსენებ, რომ ასეთი გზა აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე არსებობს. თუ საქართველოსა და რუსეთს უნდათ სახმელეთო გზის გამოყენება, ისინი რეალურად არსებობენ. საჭირო არაა ფულის დახარჯვა. მამისონის უღელტეხილზე გზის გასაყვანად ფულის დახარჯვაა საჭიროა.

მე მაინც მგონია, რომ ქართული მხარე ასეთ რისკზე არ წავა და ხელს არ შეუწყობს მამისონის უღელტეხილზე გზის გახსნას. ეს გაუგებარი იქნება, რადგან რატომ უნდა დაიხარჯოს ფული ახალი გზის გახსნაზე, როცა არსებულ გზებს არ ვხსნით.

ვფიქრობ, აბაშიძემ დიპლომატიურად აიცილა ამ თემაზე საუბარი. მას ეს არ ეხება, რადგან გზის მშენებლობაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მგონია, რომ შარშანდელ კრიზისულ ვითარებაზე იყოს საუბარი,

- ხომ, მაგრამ კარასინი მკაფიოდ ამბობს, რომ საუბარია „კრასნოდარის მხრიდან, სამხრეთ ოსეთის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე“... ნათლად ჩანს რომ რაღაც სხვა გზაზეა საუბარი...

- რუსეთს უნდა, რაც შეიძლება მეტი დამაკავშირებელი გზა ჰქონდეს საქართველოსთან. მარტოა კახეთისა და რაჭაზე არაა საუბარი, მათ შორის აფხაზეთზე. მოსკოვი დიდხანს ეჭიდავა სოხუმს კოდორის ხეობიდან ჩრდილოეთ კავკასიაზე გამავალი გზის მშენებლობაზე.

ეს თემა აფხაზურმა ხელისუფლებამ დახურა. თუ ახლა რუსეთის რაჭის მიმართულებას ეჭიდავება, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, არა მგონია ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება მამისონის უღელტეხილზე გზის გაყვანაზე.

ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისა, არა მგონია ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება მამისონის უღელტეხილზე გზის გაყვანაზე

თუ მაინცადამაინც სახმელეთო გზის გახსნა უნდათ, შეუძლიათ გახსნან გზა ცხინვალის მიმართულებაზე.

- რაც უფრო გრძელდება ომი უკრაინაში, მით მეტად იძაბება ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს მისამართით საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ზელენსკიმ დასვა საკმაოდ რიტორიკული კითხვა - „საქართველოს ხელისუფლება ვისკენ არის დღეს? დღეს ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ“?

ეს ის კითხვაა, რაზეც ქართულ პოლიტიკაში მსჯელობა კარგა ხანია მიდის. ზელენსკიმ და სხვებმა უკრაინა-საქართველოს თემას მიაბეს მესამე პრეზიდენტის თემა. კიევმა თბილისისაგან სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა.

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- მე მგონი, არაფერი არ შეიცვლება, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ესმის, ან როგორც მას უნდა ისე ესმის მთელი მსოფლიოდან წამოსული გზავნილები. ეს ეხება მათ შორის უკრაინიდან გაკეთებულ გზავნილებს.

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ჩაერთოს საქართველოს საქმის კეთებაში. კიევი ამბობს, უკრაინა-რუსეთის ომი არის რუსეთის ომის გაგრძელება. თუ თქვენ 2008 წელს განიცდით, ახლა უნდა იზრუნოთ 2008 წლის რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.

არსებობს უამრავი მშვიდობიანი ფორმა, რომ საქართველომ მსოფლიოს შეახსენოს რომ უკრაინა-რუსეთის ომი არ არის კერძო შემთხვევა. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ომი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ჯერ საქართველოში განახორციელა, შემდეგ 2014 წელს განაგრძო ყირიმში და ახლა მთელ უკრაინაში აგრძელებს. ამ ფონზე საქართველოს დუმილი არის გამაოგნებელი, არა მარტო უკრაინელებისთვის, არამედ ჩვენთვის, ვინც საქართველოში უკრაინას გულშემატკივრობს.

არსებობს უამრავი მშვიდობიანი ფორმა, რომ საქართველომ მსოფლიოს შეახსენოს რომ უკრაინა-რუსეთის ომი არ არის კერძო შემთხვევა. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ომი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს ჯერ საქართველოში განახორციელა, შემდეგ 2014 წელს განაგრძო ყირიმში და ახლა მთელ უკრაინაში აგრძელებს

ხელისუფლებას ხალხს უკიჟინებს რომ მას ომი არ უნდა. არადა ჩვენთან ომი ვერ და არ იქნება. საქართველომ მუდმივად უნდა იმეოროს ის, რასაც ადრე ამბობდა, - რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

აშკარად ჩანს, რომ საქართველო კი არ მიდის, უკვე კარგა ხანია რუსულ ნარატივშია. მკაფიოდ გამოხატავს რუსულ პოლიტიკას, და ეს ხდება იმის ფონზე, როცა თურქეთი კავკასიაში ძლიერდება. რუსეთს უწევს ანგარიში გაუწიოს აზერბაიჯანში თურქეთს. ვხედავთ, რომ სომხეთმაც კი დაიწყო ღიად რუსეთის კრიტიკა და გააუქმა ოდბ-ს წვრთვნები სომხეთის ტერიტორიაზე.

საქართველო იქნება ის სოლი და გზა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი შემოიჭრება კავკასიაში. რუსეთის საქართველოში ამგვარი შემოჭრა ხელს შეუშლის აზერბაიჯანისა და თურქეთის კონტაქტებს. პრაქტიკულად საქართველო რუსეთ-სომხეთის ღერძს აძლიერებს. საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში აძლიერებს რუსეთის პოზიციებს.

რუსეთმა რომც დაკარგოს უკრაინა, იმედია ასეც იქნება, მალე ამას დავინახავთ, რუსეთს არ უნდა საქართველოს სახით ბრილიანტის დაკარგვა. მას ურჩევნია უკრაინაც შეინარჩუნოს და საქართველოც, მაგრამ, ფიქრობს თუ უკრაინას დაკარგავს, საქართველო მაინც არ დაკარგოს. საქართველოს ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში აძლიერებს რუსეთის პოზიციებს.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებით შეგვახსენა თავისი თავი. განცხადებას არაფერი დაეწუნება.

განსაკუთრებით ამ ნაწილს - „თუ დასავლეთი არ მოითხოვს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას კაპიტულაციის პირობების ფარგლებში, დასავლეთი კიდევ ერთ და დიდ შეცდომას დაუშვებს.“

მაგრამ, ვითარებაში, როცა საქართველოს პოზიცია, უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, როგორც მინიმუმ, გაუგებრად გამოიყურება, უხერხულიც კია დასავლეთს მოვთხოვოთ, ის, რასაც ჩვენ თავად არ ვითხოვთ...

- სულ იმას ვამბობ, რომ საქართველომ დასავლეთს უნდა შეახსენოს თავი. ამ თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადება სწორი მიმართულებით გაკეთებული განცხადებაა, მაგრამ რაღაც აკლია.

აკლია ის, რომ დასავლეთი კი არ უნდა ლაპარაკობდეს რუსეთის ჯარის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი ჯარების გაყვანაზე. დასავლეთი ამაზე, მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, როცა ამ თემებზე საუბრით მიიპყრობს საქართველო დასავლეთის ყურადღებას

დასავლეთი კი არ უნდა ლაპარაკობდეს რუსეთის ჯარის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი ჯარების გაყვანაზე. დასავლეთი ამაზე, მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, როცა ამ თემებზე საუბრით მიიპყრობს საქართველო დასავლეთის ყურადღებას

საქართველო მუდმივად უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ საქართველო უკრაინის კონტექსტშია. საქართველო გარედან კი არ უყურებს მოვლენებს, არამედ თავად არის უკრაინის გვერდით და მათ მსოფლიო ერთად უნდა ეხმარებოდეს. რატომ? იმიტომ, რომ პუტინიზმის იმპერიალიზმს დღეს ორად ორი მსხვერპლი ჰყავს - საქართველო და უკრაინა.

2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ ქვეყნის შიგნით და გარეთ მუდმივად. კარგია რომ ზურაბიშვილმა შეახსენა მსოფლიოს რუსების მიერ 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობა. ვიმეორებ, კარგია, რომ პრეზიდენტმა ეს თქვა, მაგრამ ამას მთავრობა უნდა ამბობდეს.

პუტინიზმის იმპერიალიზმს დღეს ორად ორი მსხვერპლი ჰყავს - საქართველო და უკრაინა

ასეა თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი არაა გადაწყვეტილების მიმღები. საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი და მტავრობა, არადა, ფაქტია, რომ ამ თემაზე პარლამენტი და მთავრობა დუმს.

ჩემი აზრით, პარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს პარლამენტმა, რომ დღეს უკრაინა ისეთ დღეშია, როგორც საქართველო არა მხოლოდ 2008 წლიდან. რეზოლუციაში მკაფიოდ უნდა იყოს მოთხოვნა, რომ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანის თემები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს