ხატია დეკანოიძე - ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ სააკაშვილის საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა

ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მიშას საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა, - ასე პასუხობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კითხვას, თუ აქვს პარტიას კონსულტაციები ახალ თავმჯდომარესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გეგმაზე.

ამასთან, დეკანოიძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამაზე საუბრით პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, ამასთან მან აღნიშნა, რომ არ ენდობა კლინიკა “ვივამედის" ხელმძღვანელსაც.

„პარტიაში გუშინ ვიყავი, ფრაქციაში ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით გრძელდება ჩვენი კონსულტაციები, ამიტომ სხვა სხდომების შესახებ ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. შემიძლია გითხრათ ღიად და გულწრფელად გითხრათ, ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ მიშას საკითხი გადაწყვიტოს, გარდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილისა. რაც შეეხება თვითდაზიანებაზე საუბარს, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის მოხსნას ხელისუფლების მხრიდან. არ ვენდობი ქალბატონ ნადირაძეს! ამ კლინიკას, ხელისუფლებას და ქალბატონ ნადირაძეს არ აქვს ნდობა, ისინი პასუხისმგებლები არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, - განაცხადა დეკანოიძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს