კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია

ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყანამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა.

„ამ შეფასებას დღეს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და მინდა, მეც შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს გამოწვევები, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?