ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკავშირი ზრუნავს და დიდ ძალისხმევას დებს რეგიონების განვითარებაში - გვჯერა, ჩვენი ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

ევროკავშირი ზრუნავს და დიდ ძალისხმევას დებს რეგიონების განვითარებაში და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები ხალხისთვისაა, მორგებულია მათ საჭიროებებზე და უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას, - ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დიანა იაბლონსკამ ევროკომისიის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად გორში სტუმრობისას განაცხადა.

ევროკომისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა, გორში, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში ლომჭაბუკის მონუმენტის, სკვერის და ამავე ტერიტორიაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე მოეწყო გორისციხის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორისციხის მიმდებარედ არსებულ რუსთაველის მემორიალს და სკვერს. ამასთანავე, ლომჭაბუკის სკვერში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე კი სახელოსნოები აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის ძველ, ისტორიულ ხიდსაც. პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკომისიის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორის მერმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უმასპინძლეს.

„ბედნიერები ვართ, რომ დღეს აქ ვართ, ევროკავშირი ზრუნავს და დიდ ძალისხმევას დებს რეგიონების განვითარებაში და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები ხალხისთვისაა, მორგებულია მათ საჭიროებებზე და უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. პროექტის ფარგლებში მოწყობილი ბილიკით ჩვენ დავათვალიერეთ გორისციხე - მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და დარწმუნებული ვარ, ამ ბილიკით საქართველოს არაერთი მოქალაქე ისარგებლებს. ასევე დავათვალიერეთ ტურიზმის და ახალგაზრდობის ცენტრები და დარწმუნებულები ვართ, ამგვარი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოების და მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა დიანა იაბლონსკამ.

„გორში არაერთი პროექტი განხორციელდა ევროკავშირის თანადაფინანსებით, მათ შორის, ისეთი პროექტები, როგორიცაა: ლომჭაბუკის სკვერი, გორისციხესთან მისასვლელი ბილიკი, გზა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული სივრცე, ძველი ხიდი და ა. შ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება და გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალში კვლავ განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც წაადგება როგორც გორს, ასევე რეგიონს“, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა