პაატა მანჯგალაძე - თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ - სააკაშვილზე  სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით

თუ ელოდებით, რომ ქუჩაში გამოვალთ და არეულობას მოვაწყობთ, ამას არ ვაპირებთ, მაგრამ ხალხმა რომ ადამიანი სიკვდილისგან დაიცვას, ამის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული - დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რეაქცია მყისიერი უნდა იყოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის მისამართით ოთხი რუსული „კაგებეშნიკური“ ნარატივი გაავრცელა, თუმცა, რეალურად „ცუდადაა იმიტომ, რომ დარიშხანით, მძიმე მეტალებით და ვერცხლისწყლით არის მოწამლული“.

„ქართულმა ოცნებამ“ „ოთხი რუსული „კაგებეშნიკური“ ნარატივი გაავრცელა. პირველი - სააკაშვილი თავს იკლას, თვითდაზიანებას იყენებს - ეს ვერსია რომ გაქარწყლდა, შემდეგ გადავიდნენ იმ ვერსიაზე, რომ დასავლეთს უნდა სააკაშვილის მოკვლა, რადგან კომპრომატები აქვს დასავლეთზეო. შემდეგ გაავრცელეს ვერსია, რომ გიული ალასანია კალორაჟს არ აჭმევს, თითქოს სააკაშვილს დედა კლავს. ანუ, სააკაშვილი რომ ცუდადაა, აღიარებენ, ნიადაგს ამზადებენ. შემდეგ უფრო შორსაც წავიდნენ - ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის შესაბამისად მკურნალობს და „ემპათია“ კლავსო. ოთხი სხვადასხვა ვერსია შემოგვთავაზეს მაშინ, როდესაც სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდადაა - 68 კილოა ადამიანი. როგორც ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რადგან მძიმე მეტალებია სხეულში, საჭმლის მონელების სისტემა არ შეიძლება იყოს გამართული. ცუდადაა ადამიანი იმიტომ, რომ დარიშხანით, მძიმე მეტალებით და ვერცხლისწყლით არის მოწამლული“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ სასამართლო სააკაშვილს სამკურნალოდ არ გაუშვებს, ზურაბიშვილი ერთ-ერთ ბერკეტად დარჩება.

სალომე ზურაბიშვილი თუ არის იმ იდეალების ერთგული, რა იდეალების ოჯახშიც გაიზარდა, ამასთან, განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული - ეს ყველაფერი თუ ფუჭი არაა და სასამართლო თუ სააკაშვილს სამკურნალოდ არ გაუშვებს, ერთ-ერთი ბერკეტი სალომე ზურაბიშვილის სახით რჩება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს