„ნაციონალური მოძრაობის“  გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, პოლიტსაბჭოს კი ლევან ბეჟაშვილი უხელმძღვანელებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელად კი ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღვანდელ ყრილობაზე გახდა ცნობილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინეს. პოლიტიკური საბჭოს წევრები საზოგადოებას პარტიის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ გააცნო.

„პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა“,- აღნიშნავს ნადირაძე.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომაზე ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა