ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 2 წლის ვადით აირჩევა, შესაბამისად, 2025 წელს ახალი არჩევნები ჩატარდება

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წესდების თანახმად, პარტიის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით აირჩევენ.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ყველა რეგიონში რეგიონული საბჭოები შეიქმნება, სადაც რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით, ორი წლის ვადით მოხდება.

„პირველი ცვლილების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის არჩევითობა განსაზღვრული ორ წელიწადში ერთხელ იქნება, ანუ დღეს მოქმედი ოთხწლიანი პოლიტსაბჭოს უფლებამოსილების ვადით შემცირდება და პარტიის თავმჯდომარე ორი წლით აირჩევა, 2025 წელს ახალი არჩევნები ჩატარდება. ეს გაზრდის პარტიის თავმჯდომარის და ანგარიშვალდებულებას პარტიის რიგითი წევრების მიმართ. მეორე ცვლილება უკავშირდება, რეგიონული საბჭოების შემოღებას, ყველა რეგიონში რეგიონული საბჭოები შეიქმნება, ადმინისტრაციული მოწყობის გათვალისწინებით და ხელს შეუწყობს ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების მნიშვნელობის გაზრდას, ადგილობრივი ორგანიზაციები რეგიონულ დონეზე თავად გადაწყვეტენ რაიონულ საკრებულოებში სიების ფორმირების წესს, მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობას წარუდგენენ ამ წინადადებას პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებისთვის. ერთი სიტყვით, რეგიონულ დონეზე ადგილობრივი ორგანიზაციების მნიშვნელობის გაზრდას მიზნით რეგიონული საბჭოების შესახებ ჩანაწერი პარტიის წესდებაში გაკეთდება.

ასევე, განსაზღვრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უფლებამოსილება, რომელიც დღეს მოქმედები წესდებით 20-წლიანი ვადით არის განსაზღვრული შემცირდეს და ორ წლიანი ვადით დადგენილი იქნება. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც ორი წლის ვადით ავირჩევთ. რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არაუმეტეს ორი წლის ვადით იქნება, პარტიის რაიონული თავმჯდომარეების სავალდებულოდ დადგენილი. რაც მისცემს საშუალებას რაიონულ ორგანიზაციებში, ასევე არჩევითობის შემოღებას და ანგარიშვალდებულებას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების პარტიის რიგითი წევრების მიმართ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავებს დემოკრატიულობას პარტიის შიგნით, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე რაიონულ ორგანიზაციების დონეზე.

რაც შეეხება პარტიის წევრობის წესის შემოღება, ჩვენ უნიკალური ბაზა შევქმენით ამ არჩევნებით 50 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდა, ამიტომ პარტიის წევრების არჩევითობა უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული კომუნიკაციების ფორმით ა.შ. ასევე, პარტიის წევრების გადასახადის შემოღება, ეს საკითხებიც გათვალისწინებული იქნება პარტიის წესდებაში“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა