გიგი უგულავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ ბრძოლა საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ

შიდა არჩევნები ყოველთვის იწვევს ჭრილობებს, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფე, საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული, უნდა გვაიძულებდეს, რომ ეს ჭრილობა რაც შეიძლება მალე შეხორცდეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ ბრძოლა საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ იქნება მიმართული სრული კონსოლიდაციის საგანი უნდა იყოს.

„დღეს საქართველოში არის ერთადერთი საკითხი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა საქართველოში არ მოხდეს ფატალური უბედურება, რომელიც შეიძლება გულუბრყვილოდ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი ამომრჩევლების პრობლემაა, მაგრამ სინამდვილეში ტყვეობაში და ციხეში მომაკვდავი მიხეილ სააკაშვილი ამ ყვეყნის, მისი ისტორიის და მომავლის პრობლემაა. ვინც ამას ვერ გრძნობს, ის ან შეგნებული მატყუარაა, ან უბრალოდ არ იცნობს ამ ქვეყნის ისტორიას. სადღესასწაულო დღეს არაფერი გვაქვს, ეს ქვეყნის პრობლემაა, ეს ქვეყნის ევროპული მომავლის პრობლემაა და არავინ არ მოგვატყუოს, რომ რაღაც პუნქტების შესრულებით გადაწყდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი. საქართველოს ევროკავშირის წევრობის საკითხი გადაწყდება პირველ რიგში პოლიტპატიმრების და განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საკითხით, რადგან ეს უკვე ჰუმანიტარული საკითხია. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავუჯერებთ ამ იაფფასიან პროპაგანდას, რომ ჩვენ შეიძლება ადამიანი ციხეში მოვკლათ და ხვალ ევროპაში მიგვიღონ - ვისაც ამის სჯერა, ის ამ ქვეყნის შეგნებული მტერია. ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელიც აქეთ (მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ) იქნება მიმართული უნდა იყოს სრული კონსოლიდაციის საგანი. მე კარგად მესმის ადამიანების იმედგაცრუება თითქოს ენერგია გვაქვს დაკარგული, თითქოს იმედი გვაქვს დაკარგული, თითქოს გათითოკაცებულია ყველა და ამას დაემატა ის ჭრილობები, რომელიც ბუნებრივია, არჩევნებმა გამოიწვია. შიდა არჩევნები, სამწუხაროდ, ყოველთვის ასეთია. შიდა არჩევნები ყოველთვის იწვევს ჭრილობებს, მაგრამ პოლიტიკური სიმწიფე, საერთო ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული, უნდა გვაიძულებდეს, რომ ეს ჭრილობა რაც შეიძლება მალე შეხორცდეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ ბრძოლა საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა უგულავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა