საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“, - წერს „ტვიტერში“ შალვა პაპუაშვილი.
ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თურქეთსა და სირიაში 300-ს აჭარბებს, დაშავებულია 2 000-მდე ადამიანი.