ნინო ლაცაბიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს რუსთავის განვითარების ახალი კონცეფცია და 2023 წლის სამუშაო გეგმა წარუდგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის სამუშაო გეგმა და რუსთავის განვითარების ახალი კონცეფცია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტები, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, კულტურული და სპორტული პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც რუსთავის მერია, მიმდინარე წელს გეგმავს , ნინო ლაცაბიძემ, რამდენიმე დღის წინ, რუსთაველებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, რუსთავის მერმა 2023 წლის გეგმასთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ.

„შევხვდით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, დეტალურად გავიარეთ ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მერიის გუნდი, 2023 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათი მხრიდან სხდომაზე გაჟღერებული იქნა გარკვეული თემები, რომელთაც ერთობლივად განვიხილავთ და წლის განმავლობაში ამ საკითხების გადაჭრაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2023 წელს რუსთავში განსაკუთრებული აქცენტი, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაკეთდება. გაგრძელდება სატრანსპორტო რეფორმაც. ახალი პროგრამებითაა წარმოდგენილი 2023 წლის სოციალური პროექტების გეგმაც. რეფორმები იწყება სპორტის განვითარების სფეროშიც, სადაც აქცენტი ბავშვთა ფეხბურთის და კალათბურთის განვითარებაზე გაკეთდება. სიახლეებით გამორჩეული იქნება 2023 წელი კულტურის, განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული პროგრამების კუთხითაც”, - ნათქვამია რუსთავის მერიის ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა