ანა დოლიძე - სააკაშვილის თემას, ფაქტობრივად, წაღებული აქვს საზოგადოებრივი ყურადღება - ამ საკითხმა ჩაკლა პოლიტიკა, რაც არის ხელისუფლების ინტერესი და ის ამით სარგებლობს

მიხეილ სააკაშვილის თემას, ფაქტობრივად, წაღებული აქვს საზოგადოებრივი ყურადღება. ამ საკითხმა ჩაკლა პოლიტიკა, რაც არის ხელისუფლების ინტერესი და ის ამით სარგებლობს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ საზოგადოება „ჩაითრიოს ამ დიაგნოზების განხილვაში, ყვითელ შოუს გვიდგამს და ხალხს ამაზე ალაპარაკებს“.

„ხელისუფლება არამარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ ევროკავშირზეც გვეუბნება, რომ ისინი „განაცდნენ“. ევროკავშირში ვინც ხმას ამოიღებს, მათზეც ამბობენ, რომ „განაცდნენ“. სინამდვილეში, ეს არის საინფორმაციო ომი, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იგებს სად არის სიმართლე. სააკაშვილი მოიწამლა თუ არა, კონკრეტულად რა დიაგნოზი აქვს, ეს ამბავი საინფორმაციო ომში არის მოყოლილი - აქედან ერთს ამბობენ, ხოლო მეორე მხრიდან მეორეს.

ჩემი და ჩემი მომხრეების ხაზი არის, რომ სააკაშვილის თემა უნდა გადაწყდეს. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ინტერესში. ეს თემა უნდა გადაწყდეს ან ისე ან ასე. სააკაშვილი, როგორც პატიმარი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჯანმრთელი. მთელი ცხოვრებაა ციხეში დავდივარ - ხან ლურსმანდაჭედილ პატიმარს ვნახულობ, ხან პირამოკერილს. ჩვეულებრივ პატიმარს ვექომაგებოდი და როგორც ყველა პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ჯანმრთელად და ეს თემა უნდა გადაწყდეს, რათა ჩვენ გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. საქართველოში ვინც დარჩა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ ბედს მივხედოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა