ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა UNDP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შექმნისთვის გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც, UNDP-თან ერთად, პროექტ „სტარტაპ ეკოსისტემას“ ვიწყებთ. პროცესში ჩართულები არიან CHÔRA Foundation-ის ექსპერტები და გამოცდილი სპეციალისტები. ისინი აქტიურად გვეხმარებიან ამ პროექტის სრულყოფილად განხორციელებაში. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები: გამოვყავით ფართი, რომელიც სტარტაპერებისთვის ერთგვარი ჰაბი იქნება. ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბათუმისთვის სასიკეთო იდეები და ახალგაზრდული ინიციატივები გააჩნიათ. პროექტი სამომავლოდ წარმოაჩენს ჩვენს ქალაქს, როგორც რეგიონულ ჰაბს“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

„პორტფელის შემუშავება „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) - პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ბათუმის მერიას, UNDP-სა და GITA-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, ქალაქში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით. ასევე, წარდგენილია განაცხადი ევროკავშირის ექსპერიმენტების ფონდის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში. დაგეგმილია და მიმდინარეობს მუშაობა ახალგაზრდებში მეწარმეობის, სტარტაპების და ინოვაციების კულტურის წახალისების მიზნით, ბათუმის საქართველოს მეორე სტარტაპ დედაქალაქად გარდაქმნისა და საერთაშორისო პლატფორმებზე მისი, როგორც სტარტაპ ქალაქის პოზიციონირების მიზნით. შეხვედრას ბათუმის ვიცემერი ლევან დავითაძე, მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) პროექტის მენეჯერი საქართველოში - თინათინ ტყეშელაშვილი, სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი იგორ იზოტოვი და CHÔRA Design-ის კონსულტანტი ეკინ კარელი ესწრებოდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა