პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
უფრო კონკრეტულად, შეხვედრა „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან მიმდინარეობს.
საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და მასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ შესრულებული და შესასრულებელი საკითხებია.